Belive

U21: პოლონეთის ნაკრების 25-კაციანი განაცხადი ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქის, პოლონეთის შემადგენლობა ცნობილია.

პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ადამ მაევსკიმ გუნდში 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: სლავომირ აბრამოვიჩი (ბიალისტოკის იაგიელონია ), კასპერ ტობიაში (ვარშავის ლეგია), კასპერ ტრელოვსკი (ჩესტოხოვის რაკუვი), იაკუბ მადრიკი (სტალ მიელეცი); მცველები: ლუკაშ ბეჟერი (ცელიე), მიხალ გურგული (პოზნანის ლეხი), ფილიპ ლუბერეჩკი (ლუბინის მოტორი), დომინიკ მარკჩუკი (რეალ სოლტ ლეიკსი), მილოშ მატიშიკი (არის ლიმასოლი), პატრიკ პედა (გლივიცეს პიასტი), მიხალ რაკუხი (ანკარაგუჯუ), ბართლომეი სმოლარჩიკი (კიელჩეს კორონა);

ნახევარმცველები: მარიუშ ფორნალჩიკი (კიელჩეს კორონა), იაკუბ კალუჟინსკი (ანტალიასპორი), მატეუშ კოვალჩიკი (კატოვიცე), კასპერ კოზლოვსკი (გაზიანთეფი), ანტონი კოზუბალი (პოზნანის ლეხი), მათეუშ ლეგოვსკი (ივერდონი), კაეტან შმიტი (ლუბინის ზაგლებიე);

თავდამსხმელები: ვიქტორ ბოგაჩი (ნიუ-იორკ რედ ბულსი), ტომაშ პიენკო (ლუბინის ზაგლებიე), ფილიპ შიმჩაკი (კატოვიცე), შიმონ ვლოდარჩიკი (სალერნიტანა 1919);

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც სლოვაკეთში გაიმართება, პოლონეთის (11 ივნისი), საფრანგეთის (14 ივნისი) და პორტუგალიის (17 ივნისი) ახალგაზრდულ გუნდებს შეხვდება.

სხვა სტატიები