Belive

U18 | უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ინგლისის წინააღმდეგ ცნობილია

8 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საფრანგეთის ქალაქი ვიში ზედიზედ მეორედ მასპინძლობს 18-წლამდელთა 6 ერის ფესტივალს, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნებიც ასპარეზობენ.

პირველ ტურში, მასპინძელ საფრანგეთთან მარცხის (49:22) შემდეგ, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მეორე ტურში ინგლისს დაუპირისპირდება. პრინციპული მატჩისთვის, უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ სათამაშო შემადგენლობა დაასახელა.

18-წლამდელთა შემადეგნლობა

ხაზი: 15. კუპრეიშვილი, 14. ცხვედიანი, 13. ბერიძე, 12. ხამაშურიძე, 11. ლაგვილავა, 10. ლიპარტელიანი, 9. გაგუა.

შერკინება: 1. მერებაშვილი, 2. გოგრიჭიანი, 3. გიორგობიანი, 4. ხარებავა, 5. ჯინჭველაშვილი, 6. სუთიაშვილი, 7. ჯანგულაშვილი, 8. ბერუაშვილი.

მარქაფა: 16. გამყრელიძე, 17. ბერძენიშვილი, 18. ღუდუშაური, 19. ქევანიშვილი, 20. შულაია, 21. ხონელიძე, 22. მგალობლიშვილი, 23. მახარაძე, 24. მამაიაშვილი, 25. ჭაკუა, 26. ფანცულაია.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებისა და ინგლისის დაპირისპირება 7 აპრილს, 15:15 საათზე გაიმართება.

ფოტო: rugby.ge