U 20 | საბა ასანიძე ევროპის ჩემპიონი გახდა
3 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 20-წლამდელთა შორის ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
დღეს, ქართველმა ძალოსანმა, საბა ასანიძემ (81 კგ), აკვრაში, ატაცსა და ორჭიდში ოქროს მედლების მოპოვება შეძლო.
საბამ ატაცში 147 კილოგრამი დააფიქსირა (ოქრო), აკვრაში - 180 (ოქრო), ორჭიდის ჯამში კი - 327 (ოქრო).
ამავე წონაში იასპარეზა ნიკოლოზ ესართიამაც, რომელმაც ატაცში 142 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა.