U 17 | საბა ფურცელაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
3 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 17-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.
92-კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა საბა ფურცელაძემ, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანებული გუნდის წევრი, საიფულა გაჯიმაგომედოვი დაამარცხა.
დღეს ფინალში იასპარეზა საბა სურმანიძემაც (60), რომელიც აზერბაიჯანელ რომან კარიმოვთან დამარცხდა და ვერცხლს დაეუფლა.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა კობა ქარუმიძემ (51) - ქართველმა მოჭიდავემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დოსტონბეკ ორიპოვს (უზბეკეთი) მოუგო.