Belive

U 17 | მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 2 ქართველი მოჭიდავე გავიდა

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 17-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.

60-კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალის საგზური მოიპოვა საბა სურმანიძემ, რომელმაც ნახევარფინალში კირილ ვალეუსკი დაამარცხა. ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში სურმანიძის მეტოქე აზერბაიჯანელი რომან კარიმოვი იქნება.

ფინალში იასპარეზებს საბა ფურცელაძეც (92), რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში საიფულა გაჯიმაგომედოვს დაუპირისპირდება. ფურცელაძემ 1/2-ფინალში მიხაილ ისმაილოვის დამარცხება შეძლო.

სხვა სტატიები