U 15 | მათე ონიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იტალიაში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 15-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.
დღეს ფინალის საგზური მოიპოვა მათე ონიანმა (85კგ), რომელმაც ნახევარფინალში ტიმურ მირზაიევი დაამარცხა.
ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალამდე სომეხ, პოლონელ და თურქ მეტოქეებს აჯობა.
ონიანი ოქროს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ ელგუნ კარიმლის დაუპირისპირდება.
ფინალში გასვლა პირველ საჭიდაო დღეს კიდევ ორ ქართველ სპორტსმენს შეეძლო, თუმცა ლუკა დოთიაშვილი (38კგ) და გიორგი გოგიბერიძე (75) 1/2-ფინალში დამარცხდნენ და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.