ტურინული მედია: "საზონოვი სწორად მუშაობს, თუმცა მწვრთნელის მხრიდან ნდობა სჭირდება"
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იტალიური, კონკრეტულად კი ტურინული მედია საქართველოს 21-წლამდე და მთავარი ნაკრების ცენტრალური მცველის საბა საზონოვის შესახებ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ მთავარი მწვრთნელის მხრიდან მას ნდობა სჭირდება.
"საბა საზონოვი ჯერ კიდევ იდუმალი ობიექტია. 2002 წელს დაბადებული ქართველი მცველი "ტორინოში" ზაფხულში თითქმის სამ მილიონ ევროდ ჩავიდა. მან ჯერ მხოლოდ მცირე სათამაშო დრო მიიღო და ივან იურიჩის გეგმებში არ მოხვედრილა. მართალია გუნდს დაცვის ხაზში ტრავმირებული ფეხბურთელები ჰყავდა, მაგრამ მწვრთნელი მაინც უფრო მეტად ვოივოდას ან ტამეზეს თამაშს ამჯობინებდა.
ქართველი ფეხბურთელი სწორი გზით მუშაობს, მაგრამ მას მწვრთნელის მხრიდან ნდობა სჭირდება. ამ დრომდე მას სერია A-ში მხოლოდ სამ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.
საბა საზონოვის დებიუტი "ლაციოსთან" შედგა. მოედანზე 28-ე წუთზე შევიდა და ტრავმირებული ბუონგიორნო შეცვალა. მიუხედავად იმ მატჩში მარცხისა, მან საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მომდევნო მატჩში, საშინაო კედლებში "ვერონასთან" ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, მაგრამ მოედანი 27-ე წუთზე ტრავმის გამო დატოვა, ახლა კი ტექნიკურ და ტაქტიკურ დონეზე გუნდთან დაახლოების პერიოდში, მას ეროვნულ ნაკრებში გამგზავრება მოუწია, რაც ინტეგრაციას უფრო აჭიანურებს", - წერს toro.it-ი.
საბა საზონოვმა "ტორინოს" შემადგენლობაში სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ნოემბრის შეკრებაზე კი 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან (1:0) გამარჯვებაში წვლილი მოედანზე 90 წუთის გატარებით და კარის მშრალად შენახვით შეიტანა.