Belive

"თუ იოან ვისა არ მოუმატებს, სალია ძირითადში შანსს მიიღებს" - ბრიტანეთში ახალგაზრდა ქართველს აქებენ

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბრიტანული მედია საშუალება, footballfancast საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და ნიუკასკლის ცენტრალური ფორვარდის, ვახტანგ სალიას შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ იოან ვისას სათამაშო ფორმის გაუარესების ფონზე, ქართველ ფეხბრუთელს შესაძლოა მთავარ გუნდში თამაშის საშუალება მიეცეს.

"მოთმინება მალე ამოიწურება, თუ იოან ვისა მალევე არ დაიწყებს გატანას. დიდი ზეწოლაა დაბრუნებულ უილ ოგულაზეც, რომელმაც გასული სეზონის ბოლოს შესანიშნავი ფორმა აჩვენა.

შესაძლოა, ამ ორმა ფეხბურთელმა მალე კონკურენციაც მიიღოს, რადგან ჰალთან მატჩში ვახტანგ სალიამ ნიუკასლის მთავარი გუნდის განაცხადში ადგილი დაიმსახურა.

ჯერჯერობით მხოლოდ 19 წლის ახალგაზრდა ქართველი "კაჭკაჭების" შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩში არ გამოსულა, თუმცა სათამაშო დღის შემადგენლობაში მოხვედრა მიანიშნებს, რომ ის შავ-თეთრი ფორმით დებიუტთან ახლოსაა.

2024 წლის ოქტომბერში გაფორმებული ტრანსფერის შემდეგ, დინამო თბილისის აღზრდილი ტაინსაიდზე ზაფხულში, 18 წლის ასაკში ჩამოვიდა. მანამდე მან მშობლიური კლუბის მაისურით 57 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

გადასვლისას მოლოდინები დიდი იყო: ჟურნალისტმა გრემ ბეილიმ აღნიშნა, რომ სალია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თინეიჯერ ტალანტად მიიჩნეოდა.

თავის დროზე მისით მანჩესტერ სიტი და არსენალიც ინტერესდებოდნენ, თუმცა "ნიუკასლმა" შესაძლოა ოქროს შანსი გამოიყენა და გარიგება თავად დადო.

მიუხედავად იმისა, რომ მისი სადებიუტო სეზონი ტრავმებმა შეაფერხა, სალიამ 2026/27 წლების სეზონი კარგად დაიწყო, რის გამოც ის პირველ გუნდში დააწინაურეს. მან სამ სხვადასხვა ტურნირზე ხუთ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მან გოლი გაიტანა იორკ სიტის წინააღმდეგ ინგლისის საფეხბურთო ლიგის თასზე მან მეტოქის დაცვის შეცდომა გამოიყენა და ახლო მანძილიდან ბურთი ბადეში გაახვია.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მას უფროსი ასაკის მოთამაშეების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება უკვე აქვს (ჯერ კიდევ 16-17 წლის ასაკში საქართველოში თამაშისას), რაც მას აკადემიის სხვა თანატოლების წინ აყენებს.

იმედია, ნიუკასლის მაისურით დებიუტი მალე შედგება და კლუბის მომავალი მეცხრე ნომერი უკვე გუნდშია. ვისა მართლაც ფრთხილად უნდა იყოს...", - წერს footballfancast.

ქართველ ფეხბურთელს ნიუასკლის 21-წლამდელთა გუნდში ამ სეზონში 5 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე პასი გაკეთებული. სალია ინგლისის პრემიერ ლიგის მეხუთე ტურში ჰალთან მოგებულ მატჩში (2:1) მთავარი გუნდის განაცხადში მოხვდა. ნიუკასლი შემდეგ მატჩს 12 ოქტომბერს, სანაკრებო შესვენების შემდეგ, ქოვენთრისთან სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები