Belive

წლის პირველი შეჯიბრი: დღე I - ტატამზე 3 ქართველი გამოვა | პრევიუ

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ხვალ, 26 იანვარს, 2023 წლის პირველი შეჯიბრი - პორტუგალიის გრან პრი აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.

26 იანვარს, პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების სახელით 3 სპორტსმენი იჭიდავებს, საიდანაც ერთი - იპოლიტე აქუბარდია დებიუტანტია.


-60 კგ

-60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას გიორგი სარდალაშვილი დაიცავს.

19 წლის ქართველი D ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვება, სადაც, მონღოლ - სუხბატ ბიამბასურენსა და ნიდერლანდელ - ემიელ იარგინს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სარდალაშვილს ბადეში 2022 წლის თელ ავივის გრანდ სლემის გამარჯვებული, წარმოშობით უკრაინელი - არტიომ ლესიუკი ჰყავს.


- 66 კგ

-66 კგ წონით კატეგორიაში 2 ქართველი ისპარეზებს: გიორგი თუთაშვილი და 2022 წლის საქართველოს ჩემპიონი - იპოლიტე აქუბარდია.

აქუბარდია განთესილია და B ბადეში მიიღებს მონაწილეობას, სადაც უზბეკ - ბობურ ვადიევსა და უკრაინელ - კარო მარანდიანს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

რაც შეეხება გიორგი თუთაშვილს, გიორგი განუთესავია და D ბადეში იასპარეზებს. გიორგი პირველივე ეტაპიდან იწყებს და მას ეკვადორელი მეტოქე - ლენინ პრეციადო ჰყავს. გამარჯვების შემთხვევაში კი მეორე ეტაპზე ქართველის მეტოქე, უზბეკი - მუხრიდინ ტილოვი იქნება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00, ფინალური ბლოკი კი 21:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები