Belive

წარუმატებელი ასპარეზობა - საქართველო ოლიმპიადაზე 3 მოჭიდავით გაემგზავრება

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს სოფიაში ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ბოლო სალიცენზიო ტურნირი გაიმართა, სადაც წარუმატებლად იასპარეზა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა. 57 წონით კილოგრამ კატეგორიაში გიორგი როგავა პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. ბექა ლომთაძე (65კგ) ასპარეზობას მეოთხედფინალში გამოეთიშა, სანდრო ამინაშვილმა (86კგ) კი მხოლოდ 1 ბრძოლა მოიგო და სოფიას ტურნირი მერვედფინალში დაასრულა. ქართველი მოჭიდავეები ლიზენციის მოპოვებას ვეღარ მოახერხებენ. ტოკიოში სულ 3 ქართველი მებრძოლი გაემგზავრება: ავთანდილ კენჭაძე (74კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ).

სხვა სტატიები