Belive

შენგელიამ იტალიის თასზე გაიბრწყინა - ვირტუსი ფინალში ითამაშებს

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბოლონიის "ვირტუსის" კალათბურთელმა - თორნიკე შენგელიამ, იტალიის თასის ნახევარფინალში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და კლუბის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

იტალიის თასის ნახევარფინალში, "ვირტუს ბოლონიამ" "ტორტონას" უმასპინძლა და 25 ქულიანი სხვაობით 90:65 გაანადგურა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა - თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 19 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 18 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და მარგი ქმედების კოეფიციენტი +11 ჰქონდა.

"ვირტუს ბოლონია" იტალიის თასის ფინალში "ბრეშა" - "პესაროს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები