Belive

ტოკიოს ოლიმპიადა | ქართველი სპორტსმენების განრიგი 27 ივლისს

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ტოკიოს ოლიმპიადის დაწყებიდან მე-3 დღეს საქართველოს ნაკრებმა მე-2 მედალი მოიპოვა. ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა დღეს ვერცხლის მედლის მოგება მოახერხა. ქართველი ფინალში ლეგენდარულ ონო შოჰეისთან დამარცხდა. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, 27 ივლისს ასპარეზობას განაგრძობს 2 ქართველი სპორტსმენი.

ძიუდო ქვეყნისთვის მორიგი მედლის მოპოვებას შეეცდება ტატო გრიგალაშვილი (-81კგ). წინასწარი შეხვედრები 06:00 საათზე დაიწყება, ხოლო ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში დაისვენებს. ტატო პირველ შეხვედრას ჯოშტერ ენდრიუსა (გუამა) და აკმალ მუროდოვს (ტაჯიკეთი) შორის გამარჯვებულთან გამართავს.

კრივი საწყისი დაპირისპირების მოგების შემდეგ, ესკერხან მადიევი (-69კგ) კიდევ უფრო შორს გასვლას შეეცდება. ქართველი მოკრივე 1/8-ფინალში შადირი ბვოგის (უგანდა) დაუპირისპირდება. შეხვედრა 12:30 საათზეა ჩანიშნული. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ სპორტსმენებს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე.  

სხვა სტატიები