Belive

ტოკიოს გრანდ სლემის ფინალურ ბლოკში 3 ქართველი იჭიდავებს

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ტოკიოში მიმდინარე გრანდ სლემზე პირველი საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს, ტურნირის ფინალში იჭიდავებს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90კგ). ქართველმა ნახევარფინალში კორეელი გვანკი დამატებით დროში შებოჭვით დაამარცხა და ოქროს მედლისთვის იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდება.

ტოკიოს გრანდ სლემზე ნახევარფინალებამდე კარგად იასპარეზეს გიორგი ტერაშვილმა (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ). ფინალში გასასვლელ შეხვედრაში ტერაშვილი იაპონელ ჰაშიმოტოსთან დამარცხდა, ლიპარტელიანი კი – კანადელ დეგუჩისთან. ორივე ქართველი ძიუდოისტი ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ლიპარტელიანი ტაივანელ ლიენს შეხვდება, ტერაშვილი კი – კორეელ ლის. დღეს შეჯიბრზე გამომსვლელი კიდევ ოთხი ძიუდოისტი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ალექსანდრე ლოლაძე (81 კგ.), ლუკა ბაბუციძე (90 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 10:30 საათზე დაიწყება. ტოკიოს ტურნირი სეზონის ბოლო გრანდ სლემია და საქართველოს ნაკრები 16 სპორტსმენით ასპარეზობს, საიდანაც 13 მამაკაცი, ხოლო 3 ქალია.

სხვა სტატიები