ისრაელის სიდიდით მეორე ქალაქში, თელ ავივში, 17-19 თებერვალს, თელ ავივის გრანდ სლემი გაიმართება, რომელიც 2022 წლის მესამე ოფიციალური შეჯიბრი იქნება.
თელ ავივის გრანდ სლემზე, საქართველოს ნაკრები 15 სპორტსმენით არის რეგისტრირებული, აქედან 12 კაცით, ხოლო 3 ქალით.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თელ ავივის გრანდ სლემზე
-60 კგ: ირაკლი კუპატაძე
-66 კგ: გიორგი თუთაშვილი, ლაშა ნადირაძე
-73 კგ: ფრიდონ გიგანი, გიორგი ჩიხელიძე
-81კგ: ლევან გუგავა
-90 კგ: უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი
-100 კგ: ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, ონისე ბუღაძე
-52 კგ: მარიამ ჯანაშვილი
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი