,,ტატოსთვის სამწუხაროდ, თვალის ტრავმა მისთვის ხელის შემშლელი აღმოჩნდა'' - IJF ფინალზე
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ტატო გრიგალაშვილისა და ტიმურ არბუზოვის ფინალურ დაპირისპირებას გამოეხმაურა:
,,ორივე ძიუდოისტმა ერთმანეთი ფიზიკურ გამძლეობაში გამოსცადა, მოულოდნელად ცვლიდნენ შეტევისა და დაცვის ტაქტიკებს. მათ შორის ერთადერთი სხვაობა ის იყო, რომ, თითქოს, ტატოს არ სურდა ნევაზაში ჩართვა, რის გამოყენებასაც არბუზოვი ყველა შესაძლებლობაზე ცდილობდა.
გრიგალაშვილისთვის სამწუხაროდ, მეოთხედფინალში მიღებული თვალის ტრავმა, მისთვის შემაწუხებელი აღმოჩნდა, სამედიცინო პერსონალის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ძიუდოისტის ჭრილობა მაინც იხსნებოდა.
გამარჯვებისთვის ორივე ძიუდოისტი მზად იყო, თუმცა საბოლოოდ, ტიმურ არბუზოვმა, ჯადოსნური ილეთით, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი იპონზე დააგდო და ოქროს მედალი მოიპოვა.'' - წერს IJF
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ტატო გრიგალაშვილი ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა.
ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო პირველობის ფინალში ზედიზედ მეხუთედ იასპარეზა, რომელთაგან 3-ში იმარჯვა.