Belive

ტატო გრიგალაშვილი: "თავიდანვე საჩემპიონოდ განწყობილი ვიყავი"

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ახალგაზრდა ქართველმა ფალავანმა ტატო გრიგალაშვილმა დიუსელდორფის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა გერმანიაში რამდენიმე შესანიშნავი ბრძოლა მოიგო, მათ შორის მსოფლიოს და ოლიმპიურ ჩემპიონებთან. ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, გრიგალაშვილმა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა. "მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. თავიდანვე მოტივირებული ვიყავი, საჩემპიონოდ განვეწყვე და გამომივიდა კიდეც. ცხადია, ყველა სპორტსმენის ძალა გასათვალისწინებელი იყო, თუმცა 2 მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი განსაკუთრებულ მოტივაციას მაძლევდა. მიხარია, რომ ოქროს მედლის მოპოვება მოვახერხე",-თქვა გრიგალაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ტატო გრიგალაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემის გამარჯვებულია

სხვა სტატიები