Belive

ტასოს ბაკასეტასი: "ფინალს ფავორიტი არ ჰყავს"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ფოტო: სანდრო ბლიაძე

საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ, საბერძნეთის ნაკრების კაპიტანმა, ტასოს ბაკასეტასმა კომენტარი გააკეთა.

"ყაზახეთთან ჩვენთვის ძალიან კარგი მატჩი გამოვიდა. პირველი და მეორე გოლის სწრაფად გატანამ ხელი შეგვიწყო. კარგი შედეგი მივიღეთ.

რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, არ მსურს, რომ სავარაუდო სცენართან დაკავშირებით რაიმე წინასწარი დასკვნები გავაკეთო. ჩვენ
სრულფასოვნად მოტივირებულები და მომზადებულები ვართ და ამის დამტკიცებას პირველი წუთიდან შევეცდებით.

თავს ფავორიტად არ ვთვლით. ეს არის ფინალი და ფინალს ფავორიტი არ ჰყავს. ძალიან კარგ მატჩს ველოდებით. ყაზახეთთან მატჩიდან გამომდინარე, მშვენიერი განწყობა გვაქვს. მეტოქეს საკმაოდ კარგი და კვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავს.

მართალია, რომ სახლში ძლიერად ვთამაშობთ და გასულ მატჩებში სტადიონზეც ბევრი ბერძენი მოდიოდა. სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში ჩვენი ამოცანაა. ამიტომ, ვთვლი, რომ მაყურებლის ფაქტორი ჩვენთვის შეიძლება დადებითი აღმოჩნდეს. მგონია, რომ ჩვენ გამოცდილი ფეხბურთელები ვართ და ასეთ გარემოში თამაშს მიჩვეულები უნდა ვიყოთ.

საქართველოს ნაკრებთან გასული მატჩი მახსოვს, საკმაოდ რთული შეხვედრა გამოვიდა და ყველაფერი დასკვნით წუთებში გადაწყდა. ვფიქრობ, 3 წლის წინანდელის შემდეგ ორივე ნაკრები საკმაოდ განვითარდა და ხვალ განსხვავებულ თამაშს ვიხილავთ" - თქვა ტასოს ბაკასეტასმა.

საქართველოს ნაკრები საბერძნეთს 26 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები