სპალეტი: "კვარას ტრანსფერამდე შესანიშნავი რეკომენდაციები მივიღე, დე ლაურენტისი ეჭვობდა"
6 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, "ნაპოლის" მესამე ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია, ავტობიოგრაფიული სტილის წიგნს წერს. წიგნში, სათაურით, "სამოთხე არსებობს, მაგრამ გარკვეული ძალისხმევაა საჭირო", სპალეტი "ნაპოლის" საჩემპიონო სეზონს და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს იხსენებს, ასევე გუნდის პრეზიდენტ, აურელიო დე ლაურენტისთან ურთიერთობაზე საუბრობს და თავს, რომელშიც ამ თემაზე წერს სულთანისა და გლეხის ურთიერთობას უწოდებს. წიგნიდან რამდენიმე ამონარიდს იტალიური მედია ავრცელებს.
"როცა ბიჭებს თავი გავაცანი, ვუთხარი, რომ სკუდეტოს მოგებით ისტორიის დაწერა შეგვიძლია. საწყის სეზონში მესამე ადგილი დავიკავეთ და ზაფხულში არცისე კარგ პირობებში მოგვიწია მუშაობა, რადგან გუნდი ოსპინამ, ინსინიემ, მერტენსმა და კულიბალიმ შეიცვალეს. გულშემატკივრების ნაწილი ჩვენს გადაწყვეტილებებს არ იზიარებდა, მაგრამ მე თავს მშვიდად ვგრძნობდი.
რუსი მეგობრებისგან ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით შესანიშნავი რეკომენდაციები მივიღე და კრისტიანო ჯუნტოლის ბრმად ვენდობოდი. თავად დე ლაურენტისი შეშფოთებული მეუბნებოდა: "ბატონო, მითხარით, გვაიძულებთ, რომ "ნაპოლის" გასაძლიერებლად კორეელი და ქართველი დავიმატოთ?".
პრეზიდენტი ფეხბურთში ვნებიანია და ხშირად მიგზავნიდა შესვენების დროს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ტაქტიკური რჩევებისთვის: ეს მისი ვნების გამოხატვის საშუალებაა. მოგზაურობა დაცემით დაიწყო: 2022 წლის სექტემბერში ველოსიპედიდან გადმოვარდნისას ლავიწის ძვალი მოვიტეხე, ოპერაციისთვის მილანში წავედი, ფეხბურთელებისთვის არაფერი მითქვამს, რადგან არ მინდოდა, რომ ენერვიულათ. როდესაც დავბრუნდი, ფეხბურთელები კიდევ უფრო მონდომებულები იყვნენ და "ლივერპული" 4:1 გაანადგურეს. შედეგმა მთელი მსოფლიო მოიარა. ჩემთვის შემოდგომა დადებითი ტრამპლინი გამოდგა", - ამბობს ლუჩანო სპალეტი.
სპალეტის ხელმძღვანელობით ხვიჩა კვარაცხელიამ 2022/23 წლების სეზონში ითამაშა და 43 მატჩში 14 გოლის გატანა, 18 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა და იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში მესამედ მოგება მოახერხა.