Belive

სონეგოს 2-სეტში მოუგო | ბასილაშვილი ჰალეს 500-ქულიანი შეჯიბრის ძირითად ბადეშია

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს #1 ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, გერმანიის ქალაქ ჰალეში მიმდინარე 500-ქულიან შეჯიბრზე, კვალიფიკაცია წარმატებით გაიარა და ძირითად ბადეში მოხვდა.

ნიკოლოზმა კვალიფიკაციის ფინალში, გამოცდილი იტალიელი ჩოგბურთელი - ლორენცო სონეგო 2-სეტში: 6:4; 6:4 დაამარცხა და ძირითად ბადეში ასპარეზობის შესაძლებლობა მიიღო.

პირველ სეტში ნიკამ გარდამტეხი უპირატესობა მეშვიდე გეიმში მიიღო, როდესაც მეტოქე საკუთარ ჩაწოდებაზე დააბრეიკა, შემდეგ კი პირველი სეტი მშვიდად მოიგო - რაც შეეხება მეორე სეტს, ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ და მესაამე გეიმში შეძლო მეტოქის დაბრეიკა და ნათლად ჩანდა, რომ ლორენცო სონეგო თამაშში დამბრუნებელი აღარ იყო, ამის შემდეგ ნიკამ იტალიელი მეტოქე ძალიან მარტივად დაამარცხა.

ძირითად ბადეში ქართველის მეტოქე ძალიან მალე დადგინდება. იქამდე კი შეგვიძლია გითხრათ, რომ შეჯიბრის საპრიზო ფონდი 2 მილიონ 583 330 დოლარია და შეჯიბრზე როლან გაროსის მოქმედი გამარჯვებული - ალექსანდრ ზვერევია რეგისტრირებული, მის გარდა კი ფელიქს ოჟე-ალიასიმი, დანილ მედვედევი, ბენ შელტონი, ტეილორ ფრიცი, ადრეი რუბლევი, ფლავიო კობოლი, ანდრეი რუბლევი, ფრენსის ტიაფუ და ნიკ კირიოსი არიან რეგისტრირებულნი.

ჰალეს 500-ქულიანი ტურნირის მოქმედი გამარჯვებული, ყაზახი - ალექსანდრ ბუბლიკია.