Belive

შოთა ფარტენაძე ბელგრადის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ
61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე შოთა ფარტენაძემ გუშინ, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი მოუპოვა.
რეპეშაჟის ფინალის დასრულებიდან ორიოდ წუთში ფარტენაძემ მუცლის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო და დარბაზიდან გასვლა ვერ შეძლო. ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს მიმართა და მათაც, პირველადი ზომები მიიღეს, შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს.
სრულყოფილმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ სპორტსმენს ნაწლავი გაუსკდა და გადაუდებელი ოპერაციაც ჩატარდა. ექიმების განცხადებით შოთა ფარტენაძე კლინიკაში მინიმუმ ერთი კვირა დარჩება.
ვულოცავთ შოთას მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებულ მედალს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!
 
წყარო: GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

 

 
 

სხვა სტატიები