Belive

"შესანიშნავი სეივი და პენალტების სერიის გმირი" - Liverpool Echo მამარდაშვილზე

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ინგლისის ლიგის თასის (EFL) 1/8-ფინალში ლივერპულისა და ჩელსის დაპირისპირება შედგა. შეხვედრის ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც მერსისაიდულ გრანდს მხსნელად გიორგი მამარდაშვილი მოევლინა.

მამარდამ ემანუელ ემეგას დარტყმული მოიგერია და ლივერპულს მომდევნო ეტაპის საგზური მოუპოვა, სადაც ბორნმუთს დაუპირისპირდება.

მატჩის დასრულების შემდეგ, ადგილობრივმა გამოცემამ ლივერპულის ფეხბურთელების შეფასება გამოაქვეყნა, სადაც გიორგი მამარდაშვილმა, ჯო გომესმა და ტრეი ნიონიმ საუკეთესო ქულა დაიმსახურეს. Liverpool Echo-მ სამივე მათგანს 8 ქულა დაუწერა და ქართველი მეკარე შეაქო.

პირველ ტაიმში ბევრი საქმე არ ჰქონია, გარდა იმისა, რომ ჩელსის პენალტის შემდეგ ბურთი კარიდან გამოიტანა. მეორე ტაიმში როჯერსის დარტყმა იდეალურად მოიგერია, შემდეგ კი პალესტრას შესანიშნავი სეივი შეუსრულა. პენალტების სერიაში ემეგას დარტყმაც მოიგერია, მაშინ, როცა ჩელსის გამარჯვებასთან ერთი ნაბიჯი აშორებდა. - Liverpool Echo.

შეგახსენებთ, რომ ლივერპული ინგლისის ლიგის თასის 1/4-ფინალში ბორნმუთს დაუპირისპირდება. მატჩი 14 დეკემბერს, 23:45 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები