"სეზონის დასაწყისში ასეთ შედეგს არ ველოდით" - ესპანეთში ლუკა გაგნიძეზე საუბრობენ
9 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ანდალუსიური საფეხბურთო მედია საშუალება granadaenjuego გრანადასა და საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, ლუკა გაგნიძის შესახებ საუბრობს. სტატიაში 23 წლის ქართველი ფეხბურთელის სათამაშო დროის სიმწირე და სეზონის პერსპექტივებია განხილული.
"ლოს კარმენესზე მოსვლის შემდეგ, ლუკა გაგნიძემ ლიგაში 129 წუთი ითამაშა, რასაც უკვე გადააჭარბეს პეტიტმა, ისანმა და დიოკუმ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მისულმა ფეხბურთელებმა.
ალემანის ტრავმის გამო, პაჩეტამ ჰორმიგოს მოედანზე გამოყვანა ამჯობინა, რაც სარისკო ფსონი გახლდათ და ის კარგად არ ჩართულა თამაშში, რაც ხაზს უსვამს გაგნიძისადმი ნდობის ნაკლებობას, რომელიც, როგორც ირკვევა, სეზონის დასკვნით მონაკვეთს სათამაშო დროისა და მოედანზე გასვლის გარეშე ატარებს.
სეზონის დასაწყისში, ისტორია ასეთ ფინიშზე არ მიუთითებდა. ლუკა გაგნიძემ თანდათან იპოვა თავისი რიტმი და რამდენიმე საინტერესო მატჩი ჩაატარა, სადაც ბურთის ფლობის დროს გაბედული მოთამაშის ნაკვთები გამოჩნდა, მაგრამ შეხვედრების მსვლელობისას ნახევარმცველი ქრებოდა, კარგავდა თამაშზე გავლენას. ეს ტენდენცია გაძლიერდა და მან პაჩეტას კეთილგანწყობა საერთოდ დაკარგა", - წერს granadaenjuego.
ლუკა გაგნიძეს ამ სეზონში გარანადას შემადგენლობაში 13 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 3 საგოლე პასი გაკეთებული.