Belive

სერბეთის პრეზიდენტი: "ზურაბ დათუნაშვილმა მთელი ერი გაახარა..."

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

წარმოშობით ქართველმა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე - ზურაბ დათუნაშვილმა, 10 ოქტომბერს ოსლოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 87კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა. სერბეთის პრეზიდენტი - ალექსანდარ ვუჩიჩი, ამ ამბავს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა: "ვულოცავთ ზურაბ დათუნაშვილს, ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვებას! ჩვენი ნაკრების დიდმა და წარმატებულმა ასპარეზობამ დიდი სიხარული მოუტანა სრულიად ერს. სერბეთი ამაყობს ამ ოქროთი, ბრავო ზურაბ. წინ ახალი წარმატებები და მედლები გელოდება".

შეგახსენებთ, ზურაბ დათუნაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების დატოვება, 2019 წელს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტა.  2019 წლის 22 იანვარს თამაზ (გეგა) გეგეშიძე დააკავეს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების კაპიტნის, ზურაბ დათუნაშვილის მიმართ სპორტის სასახლეში ჩადენილი შესაძლო ძალადობის ფაქტზე, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ზურაბ დათუნაშვილი ფედერაციის პრეზიდენტობიდან გეგა გეგეშიძის გადადგომას თვეების განმავლობაში ითხოვდა, თუმცა, უშედეგოდ. ზურაბ დათუნაშვილმა თქვა, რომ არ აპირებდა ნაკრების სახელით ჭიდოაბას, სანამ გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე იქნებოდა.

სხვა სტატიები