"საზონოვს წინადადებები სამი ქვეყნიდან აქვს" - იტალიური მედია ქართველ მცველზე საუბრობს
14 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იტალიური მედია საქართველოს ნაკრების და ტორინოს ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის შესახებ საუბრობს და წერს, რომ უდიდესი ალბათობით, ქართველი ფეხბურთელი უახლოეს მომავალში გუნდს შეიცვლის.
"კლდესავით მყარი ქართველი ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის ჩემოდანი ისევ ჩალაგებულია. გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მისაღებია, რადგან ბაზარი ღიაა და წინადადებები არსებობს ისეთი ქვეყნების ჩემპიონატებიდან, როგორიც ნიდერლანდები, თურქეთი და რუსეთია", - წერს calcionews24.
საბა საზონოვი ტორინოში 2023 წლის ზაფხულში, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ გადაბარგდა და სათამაშო დრო ეტაპობრივად შეუმცირდა, ამ სეზონში კი ტურინულმა გუნდმა 24 წლის ქართველი ფეხბურთელი სერია A-ს განაცხადში არ შეიყვანა. 2025 წლის ზაფხულში ქართველი ფეხბურთელის ლა ლიგის წარმომადგენელ ხეტაფეში ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ შეთანხმება ბიუროკრატიული პრობლემების გამო ჩაიშალა.