Belive

საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების მატჩს შვედი არბიტრი განსჯის

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრების მატჩს ბულგარეთთან შვედი და ნიდერლანდელი არბიტრების გუნდი განსჯის.

მატჩის მთავარი არბიტრი შვედი, გლენ ნიუბერგი იქნება, ასისტენტები თანამემამულე, მაჰბოდ ბეიგი და დანიელ იუნგი, მეოთხე მსაჯი კი ადამ ლადებაკი იქნება. VAR-ის ოთახში ნიდერლანდელი პოლ ვან ბოეკელი და ერვინ ბლანკი იმუშავებენ.

36 წლის შვედ მსაჯს ქართულ ფეხბურთთან შეხება 2017 წელს ჰქონდა, როცა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოსა და მონტენეგროს 17-წლამდელთა ნაკრებების მატჩზე იმუშავა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში გიორგი ნემსაძის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობიდან ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი აბზიანიძემ ყვითელი ბარათები მიიღეს. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში იმ მატჩის განაცხადში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებიც ამ შეკრებაზე ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში არიან გამოძახებულნი. 2025 წლის სექტემბრის სანაკრებო სიაში ირაკლი აზაროვი, ანზორ მექვაბიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი გულიაშვილი არიან.

საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 7 სექტემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები