Belive

საქართველოს U19 ნაკრების მეტოქეები ელიტ-რაუნდში ცნობილია

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროპის 2024 წლის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად მოქმედ ჩემპიონ იტალიის, შოტლანდიისა და ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრებებს შეხვდება.

ელიტ-რაუნდის მატჩები 18-დან 26 მარტის ჩათვლით გაიმართება, მასპინძელი ქვეყანა კი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გუნდი მიიღებს.

რაც შეეხება ფინალურ ეტაპს, ის ჩრდილოეთ ირლანდიაში, 15-დან 28 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

სხვა სტატიები