Belive

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები შერეულ წყვილებში ევროპის ჩემპიონი გახდა

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ შერეულ წყვილებში 10 მეტრზე პნევმატიკური იარაღიდან სროლაში ოქროს მედალი მოიპოვეს.

ქართველმა მსროლელებმა ფინალში გერმანული წყვილი - ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი 17:15 დაამარცხეს.

შეჯიბრებაში საქართველოს მეორე წყვილიც (მარიამ აბრამიშვილი და იოანე ხვარეშია) გამოდიოდა, თუმცა პლეი-ოფის ოთხეულში ვერ მოხვდა და 561 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ შარშან ამავე რანგის ასპარეზობაზე შერეულ წყვილებში გათამაშებული ორი ბრინჯაოს მედლიდან, ორივე ქართულმა წყვილმა დაისაკუთრა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი