Belive

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის შეკრებისთვის ცნობილია

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მარტის შეკრებისთვის ცნობილია.

26 ფეხბურთელით დაკომპლექტებული შემადგენლობა ვილი სანიოლმა შეკრების დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თავად დაასახელა.

ეროვნული გუნდის შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი.

მცველები: სოლომონ კვერკველია, საბა საზონოვი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი.

ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ჯაბა კანკავა, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია.

საქართველოს ნაკრები უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩში ლუქსემბურგს, "დინამო არენაზე", 21 მარტს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, 26 მარტს, ფინალური მატჩიც თბილისში გაიმართება, მეტოქე კი საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრების წყვილში გაირკვევა.

სხვა სტატიები