Belive

საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 3 საფეხურით დაწინაურდა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები FIFA-ს რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა და ახლა უკვე 76-ე პოზიციას იკავებს.

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა, ოქტომბრის თვეში მოგებული ორი მატჩის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში მცირედი წინსვლა განიცადა.

ტაილანდთან ამხანაგურ (8:0) და თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ კვიპროსის ნაკრებთან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე (4:0) გამარჯვების შემდეგ 12.82 ქულა მოიმატა და საერთო ჯამში დაგროვებული 1312.14 ქულით 76-ე ადგილზეა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, 16 ნოემბერს, შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან, თბილისში, დინამო არენაზე გამართავს.

სხვა სტატიები