Belive

საქართველოს ნაკრები ავსტრიიდან 2 ბრინჯაოს მედლით ბრუნდება

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარე გრან პრიზე, ქართველებმა 2 მედალი მოიპოვეს. ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ბრინჯაოს მედლების მოპოვება გიორგი ჯაბნიაშვილმა და გურამ თუშიშვილმა შეძლეს.

გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) პირველ წრეში უნგრელი როლანდ გოზი, შემდეგ გერმანელი იოჰან ლენცი და არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე არამ გრიგორიანი დაამარცხა, მეოთხედფინალში ბრაზილიელ რაფაელ მასედოს გაცდა, ნახევარფინალში კი კუბელ სილვა მორალესთან დამარცხდა. ჯაბნიაშვილმა ბრინჯაოს მედალი უნგრელ კრისტიან ტოტთან მოგებით გაინაღდა,

გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ნახევარფინალამდე მისასვლელად 3 მეტოქე უმარტივესად გაიარა, თუმცა ჩეხმა ლუკაშ კრპალეკმა მისი შეჩერება შეძლო, კრპალეკი მთელი ბრძოლის განმავლობაში უფრო სუსტად გამოიყურებოდა, თუმცა 'ოქროს დროში' იპონით შეძლო თუშიშვილის დამარცხება. გურამი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ისრაელის წარმომადგენელ ევგენი შმაშილინს საკმაოდ მარტივად გაუსწორდა.

საქართველოს ნაკრებმა ავსტრიულ ტურნირზე რვა ძიუდოისტით იასპარეზა და ორი ბრინჯაოს მედალი შეჯიბრის ბოლო დღეს მოიპოვა.

სხვა სტატიები