Belive

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა მოლდოვასთან მატჩში ცნობილია

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მოლდოვას სტუმრად დაუპირისპირდება.

მატჩის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, ცნობილი ხდება რამაზ სვანაძის მიერ გაწვრთნილი გუნდის სასტარტო თერთმეტეული, რომელიც ასეთია:

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები: ლუკა ხარატიშვილი - საბა გოგლიჩიძე, საბა ხვადაგიანი (კ), ნოდარ ლომინაძე, ოთარ მამაგეიშვილი, ვასილ გორდეზიანი, გიორგი კვერნაძე, საბა მამაცაშვილი, გიორგი ოსიყმაშვილი, გიორგი მაისურაძე, თორნიკე მორჩილაძე.

მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

სხვა სტატიები