Belive

აგვისტოს მატჩებისთვის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ფეხბურთელთა 19-წლამდე ნაკრები აგვისტოს თვეში, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ქართველი ახალგაზრდები ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრებიან და ადგილობრივ ნაკრებს ორჯერ, 12 და 14 აგვისტოს დაუპირისპირდებიან.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება, რომელიც საქართველოში, 15-დან 21 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩებისთვის:

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), რეზი კურტანიძე (საბურთალო), გიორგი ბედიაშვილი (გაგრა).

მცველები: დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), თენგო გობეშია (დინამო თბილისი), სანდრო ნარიმანიძე (საბურთალო), გიორგი ნიკოლაიშვილი (საბურთალო), გიორგი კაკულია (საბურთალო), ამირან ტყეშელაშვილი (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (სიონი ბოლნისი), დავით ფაღავა (დინამო ბათუმი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (დინამო თბილისი), გელა სადღობელაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი გოგსაძე (საბურთალო).

ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ კანტიძე (საბურთალო), გიორგი ცეცხლაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ყველაშვილი (საბურთალო), ათული მაშავა (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ნინიძე (ლოკომოტივი თბილისი), გივი ხაჩიძე (საბურთალო).

თავდამსხმელები: სანდრო ავალიანი (საბურთალო), დანიელ ქვარცხავა (საბურთალო), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).

სხვა სტატიები