Belive

საქართველო - ტაილანდის მატჩს ნორვეგიელი მსაჯი უხელმძღვანელებს

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2023 წლის 12 ოქტომბერს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩს ტაილანდის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩს ნორვეგიელი მსაჯი როჰიტ საგი უხელმძღვანელებს. 31 წლის არბიტრი ევროტურნირებზე საკმაოდ გამოცდილია და მართალია არა საქართველოს ნაკრებთან ან ქართულ გუნდებთან, თუმცა ქართველი ლეგიონერების მატჩებზე უმუშავია.

2022 წლის ევროპის კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ვენის "რაპიდმა" ბაქოს "ნეფთჩის" უმასპინძლა და - 2:0 დაამარცხა (ძირითადი დრო ავსტრიელებმა 1:0 მოიგეს და ორმატჩიან დუელში დამატებითი ტაიმები დაინიშნა, რომელშიც მასპინძლებმა - 1:0 იმარჯვეს). სტუმართა შემადგენლობაში 118 წუთის განმავლობაში ითამაშა საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, სოლომონ კვირკველიამ.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 31 აგვისტოს ევროპის კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ნიქოზიის "აპოელმა" ბელგიურ "გენტთან" - 1:2 წააგო. კვიპროსელთა რიგებში გიორგი ქვილითაიამ და ლაშა დვალმა სრულად ითამაშეს, ქართველი თავდამსხმელი მასპინძელთა კაპიტანიც გახლდათ.

საქართველოსა და ტაილანდის ნაკრებების მატჩი 12 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები