Belive

საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა მოქმედ ჩემპიონ მექსიკას 2:1 მოუგო და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.

საქართველოს ნაკრებიდან გოლების გატანა ირაკლი გვეტაძემ და ლევან სვანიძემ შეძლეს.

ქართველმა ფეხბურთელებმა ჯგუფის პირველ ტურში გვატემალას 6 უპასუხო გოლი გაუტანეს.

ჩვენი ნაკრები მომავალ შეხვედრას 30 ოქტომბერს, ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

  • მინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ ტარდება - მექსიკის ნაკრები წინა სამივე ტურნირის ფინალისტი და მოქმედი ჩემპიონია.