ყატარის დედაქალაქ დოჰაში 11-13 იანვარს გაიმართა მასტერსი, სადაც საქართველოს ნაკრებმა ჯამში 5 მედალი (2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო) მოიპოვა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში ქართველებს მხოლოდ სამმა ქვეყანამ აჯობათ - საფრანგეთმა (5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო), სამხრეთ კორეამ (3 ოქრო) და იაპონიამ (2 ოქრო, 5 ვერცხლი).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოქროს მედლები ვარლამ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა მოუტანეს. ვერცხლის მედალი ბექა ღვინიაშვილის ანგარიშზეა, ხოლო ბრინჯაო - ლაშა ბექაურმა და ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვეს.
საერთო ჯამში დოჰას მასტერსი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მე-4 ადგილზე დაასრულა.