Belive

საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადი

8 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები 6 და 9 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს გამართავს. ახალი წესების მიხედვით საქართველოს ნაკრები უეფას ერთა თასის D დივიზიონში იასპარეზებს და პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში გადავა შემდეგ ეტაპზე, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადს შესარჩევი მატჩების წინ:   მეკარეები: ლორია, კვასხვაძე, კუპატაძე მცველები: კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, კაშია, დვალი, ნავალოვსკი, ტაბიძე ნახევარმცველები: კანკავა, აბურჯანია, კვეკვესკირი, გვილია, ჯიღაური, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი, მერებაშვილი, არაბიძე, ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი თავდამსხმელები: ქვილითაია, კაჭარავა, მჭედლიძე   მოგეხსენებათ, 6 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისის დროით 18:00 საათზე ყაზახეთის წინააღმდეგ გასვლით შეხვედრას გამართავს, ხოლო 9 სექტემბერს თბილისში „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე ლატვიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები