Belive

სანდრო მამუკელაშვილმა სან ანტონიოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, ,,სან ანტონიოსთან” ხელშეკრულება გაახანგრძლივა. ინფორმაციას ,,სპურსის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ამერიკული მედიის ცნობით, მამუმ გუნდთან 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მისი ანაზღაურება 2.2 მილიონი დოლარი იქნება.

მამუკელაშვილი ,,სან ანტონიოში'' გატარებულ გასულ სეზონში საშუალოდ 9.8 წუთს თამაშობდა და 4.1 ქულას, 3.2 მოხსნასა და 1.1 ასისტს აგროვებდა.

,,სპურსმა” სეზონი 22 მოგებითა და 60 წაგებით დასავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილზე დაასრულა.