Belive

სანდრო მამუკელაშვილის 24 ქულა და მორიგი შესანიშნავი მატჩი

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

NCAA-ის წლის პირველ მატჩში სანდრო მამუკელაშვილის ლიდერობით “სეტონ ჰოლმა” ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო. Big East-ის კონფერენციის მორიგ ტურში სეტონჰოლელმა მეკობრეებმა "ბატლერს" უმასპინძლეს და შეხვედრა ანგარიშით 68:60 მოიგეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე "სეტონ ჰოლის" ქართველი ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც პარკეტზე 38 წუთი ითამაშა, რა დროშიც ქართველმა კალათბურთელმა 24 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თამაშიდან მან 14-დან 8 ჩააგდო (2 სამქულიანი), ხოლო საჯარიმო ხაზიდან - 7-დან 6.   მამუკელაშვილის 3-ქულიანი ტაიმის მიწურულს.  


"სეტონ ჰოლი" მორიგ შეხვედრას სტუმრად "კრეიტონთან" გამართავს.

სხვა სტატიები