სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია
6 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
სანდრო ბაზაძე, მადრიდში ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის გამართული მსოფლიო თასის “Villa de Madrid”-ის ჩემპიონია.
ქართველი სპორტსმენი ბრძოლებში T64-დან ჩაერთო, 3 მოგებული ბრძოლის შემდეგ, მეოთხედფინალში დაიმკვიდრა ადგილი, სადაც რეიტინგის მეორე ნომერი, ფრანგი პატრის სებასტიანი 15:9 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, აღნიშნულ ეტაპზე კორეელი სპორტსმენი 15:13 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. ფინალურ ეტაპზე სანდრომ თურქ მეტოქეს 15:8 სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.