Belive

სამი ოქროს მედლის შანსი ევროპის ჩემპიონატზე

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანეთში მიმდინარე ჭიდაობის 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს საქართველოს სახელით 5-მა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ იასპარეზა. აღსანიშნავია, რომ დილის პროგრამა 4-მა ქართველმა სპორტსმენმა დაუმარცხებლად ჩაიარა და ნახევარფინალში იჭიდავეს.

65 კილოგრამში ფინალის საგზური მოიპოვა გოგა ოთინაშვილმა, რომელმაც სომეხი ანდრენიკ ავეტისიანი 11:0 დაამარცხა. გოგას მეტოქე ფინალში უკრაინელი მიკიტა ზუბალი იქნება.

წარმატებული გამოდგა ოთარ ადეიშვილის ასპარეზობაც, რომელმაც 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნახევარფინალში თურქი ოვეჩი 12:4 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ასევე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს საბა კობახიძე, რომელმაც გერმანიის წარმომადგენელი დიდი უპირატესობით - 15:5 დაამარცხა.

სამწუხაროდ წარუმატებელი აღმოჩნდა ნიკა ფანცულაიას ასპარეზობა 97 კილოგრამ კატეგორიაში, სადაც თურქ მოწინააღმდეგესთან რთულ ბრძოლაში 2:6 დამარცხდა.

სხვა სტატიები