Belive

საბა ფურცელაძემ ეგვიპტეში ორი ტიტული მოიგო

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს 537-ე ჩოგანმა, საბა ფურცელაძემ, ეგვიპტის საერთაშორისო ტურნირის (ITF M15 Sharm-El-Sheikh) ფინალში ბელგიელი მეტოქე, ალექსანდერ ბლოქსი ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:4 დაამარცხა.

ფინალური დაპირისპირება 1 საათსა და 19 წუთს გაგრძელდა.

ქართველი ჩოგბურთელი ტურნირში 1/16-ფინალიდან ჩაერთო და ფინალამდე ტაილანდელ, სლოვაკ, ლატვიელ და სამხრეთ კორეელ მეტოქეებს მოუგო.

ფურცელაძე გუშინ შარმ-ელ-შეიხში წყვილთა ტურნირის გამარჯვებულიც გახდა. საბამ სლოვაკ მეწყვილესთან, ლუკას პოკორნისთან ერთად, ფინალში გერმანულ-ლუქსემბურგული წყვილი 6:3, 6:4 დაამარცხა.