დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთისთვის, რადგან ამ პრესტიჟულ ტურნირზე ერთ-ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.
გერმანული "შალკე" მოსკოვის “ლოკომოტივს” ესტუმრება, რუსულ კლუბში კი ქართველი მცველი საბა კვერკველია თამაშობს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საბა დღეს ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.