რუმინული მედია მექვაბიშვილზე: "ადამიანობის მაგალითია"
3 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
რუმინული მედია საშუალება fanatik საქართველოს ნაკრებისა და უნივერსიტატ კრაიოვას ცენტრალური ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. სტატიაში საუბარია იმის შესახებ, რომ 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ გულშემატკივარს მაისური გადასცა და ამით ის უზომოდ გაახარა.
"რუმინელებისთვის ადამიანობის მაგალითი. ანზორ მექვაბიშვილმა კიდევ ერთი სოლიდური მატჩი ჩაატარა და უნივერსიტატეა კრაიოვა სუპერლიგის ტიტულის მოგებასთან ახლოს არის.
ქართველი ნახევარმცველი თამაშის დაწყებამდე, გუნდის ახალგაზრდა გულშემატკივარს დაჰპირდა, რომ მატჩის შემდეგ მას მაისურს მისცემდა და სწორედ ეს გააკეთა. გულშემატკივარმა, რომელიც აშკარად შეძრული იყო, მადლობა გადაუხადა ანზორს და ხელში აიყვანა", - წერს fanatik.
უნივერსიტატ კრაიოვა ჩემპიონატს ლიდერობს, წინ კი კიდევ 4 ტურია დარჩენილი.
ანზორ მექვაბიშვილს ამ სეზონში 44 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 10 საგოლე პასი გაკეთებული.