Belive

როგორია კომპანის მდგომარეობა? ასისტენტი ბელგიელის ჯანმრთელობაზე საუბრობს

23 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის, ვენსან კომპანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი ასისტენტი, აარონ დანკსი საუბრობს.

ბელგიელი სპეციალისტი გასულ კვირას, სარეზერვო გუნდის ვარჯიშის დროს გონების დაკარგვის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოსალოდნელია, რომ ის რამდენიმე კვირით საქმიანობას ჩამოშორდება. 40 წლის მწვრთნელს გასულ დღეებში ვირუსი ჰქონდა და გონების დაკარგვამდე რამდენიმე ვარჯიში გაუცდა.

"გუშინ ვენსან კომპანისთან მოკლე ვიზიტით ვიყავი. ის მხიარულად არის. როგორც ჩანს, ყოველ დღე უკეთესად გრძნობს თავს. დიაგნოზსა და სამუშაოზე დაბრუნებასთან დაკავშირებით რაიმე ახალი და დიდი განახლება არ გვაქვს. მივცეთ მას დასვენების, საკუთარი თავისთვის დროის მიცემის საშუალება.

ჩვენ გვქონდა რამდენიმე კარგი საუბარი, თუმცა ფეხბურთისა და ტაქტიკის თემებს თავი ავარიდეთ. ეს იყო უბრალოდ მეგობრული საუბარი, ძალიან სასიამოვნო იყო მისი ნახვა და მდგომარეობის მოკითხვა.

ჩვენთვის მთავარია, რომ სუპერპროფესიონალები ვართ. გასულმა კვირამ ცხოვრების ყველა უკიდურესობა დაგვანახა: სიხარული და აღმაფრენა ჰარისთვის, ხოლო გასული დღეების განმავლობაში, სირთულეები კომპანისთან დაკავშირებით. ჩვენი გუნდის ერთიანობა დაგვეხმარა", - ამბობს აარონ დანკსი.

მიუნხენის ბაიერნი გერმანიის ბუნდესლიგაში 7 ტურის შემდეგ წაუგებელია და 17 ქულით დორტმუნდის ბორუსიასთან ერთად ლიდერობს, ხოლო უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 5 ქულით მე-14 პოზიციაზეა.