Belive

"რეალში გადასვლა? ასე თუ გააგრძელებს ინტერესი გაიზრდება" - სანიოლი კვარაზე საუბრობს

12 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი News-Pros-თან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.

"არ მგონია, ახლა პრემიერ ლიგაში გადასვლის იდეა განიხილებოდეს. მადრიდის რეალში გადასვლის შესახებ გავრცელებული ჭორების შესახებ ვიტყვი, რომ ყველაფერი კვარას თამაშზეა დამოკიდებული. თუ ის კვლავაც გააგრძელებს ბრწყინვალედ თამაშს, ნორმალურია, რომ სხვა გუნდები მისი დამატებით დაინტერესდებიან. ამ ეტაპზე, ის პსჟ-ში ბედნიერია", - ამბობს ვილი სანიოლი.

ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში 19 საგოლე მოქმედება (11 გოლი, 6 საგოლე პასი) აქვს, პსჟ ლიგა 1-ს ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კი გიორგი მამარდაშვილის ლივერპულს უნდა შეხვდეს.

სხვა სტატიები