რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ისლანდიურ გუნდში გააგრძელებს
15 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ქართველი კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი ისლანდიურ ალფტანესში გადავიდა, რომელიც უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობს. 24 წლის ქართველის გუნდი ამ დროისთვის 8 ტურის შემდეგ 8 ქულას აგროვებს და მე-5 პოზიციაზეა (4 მოგება, 4 მარცხი).
ბოლო სამი სეზონის განმავლობაში რატი ესპანეთის უმაღლესი დივიოზიონის გუნდებში, მურსიაში, სარაგოსაში ასპარეზობდა, ასევე თამაშობდა მეორე ლიგის გუნდ ობრადოიროში. მანამდე ქართველი კალათბურთელი ლატვიის რიგასა და თბილისის თსუ-ში ირიცხებოდა.
მოუთმენლად ველით რატის იისფერში გამოწყობილს და მივესალმებით მას ჩვენს გუნდში! - წერია ისლანდიური გუნდის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში