რასინგის მწვრთნელი: "გულიაშვილის დახმარებით სხვები გოლებს იტანენ, გუნდის ინტერესებს იცავს"
5 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
სანტანდერის რასინგის მთავარი მწვრთნელი, ხოსე ალბერტო ლოპესი, საქართველოს ნაკრებისა და თავისი გუნდის ცენტრალური ფორვარდის, გიორგი გულიაშვილის შესახებ საუბრობს.
"ჩვენს ცენტრალურ ფორვარდებს ერთმანეთისგან განსხვავებული მახასიათებლები აქვთ.
რა თქმა უნდა, გოლები და საგოლე პასები შემტევი ტიპის ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტებია, მაგრამ ჩვენ მათ მხოლოდ ამით არ ვაფასებთ.
ვფიქრობ, გიორგი გულიაშვილი ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახლავთ. არამხოლოდ სტატისტიკის, არამედ თანაგუნდელებისთვის შექმნილი სივრცეების გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ თანაგუნდელები დამაგვირგვინებელ ფაზაში მისი კარგი თამაშის დამსახურებით ბრწყინავენ. გულიაშვილი ამით ინდივიდუალურ სარგებელს არ იღებს და ეს გოლებსა და საგოლე პასებში არ აისახება, მაგრამ აქ მთავარი მისი დამოკიდებულება საქმისადმი და გუნდის ინტერესების შესაბამისად მოქმედებაა", - ამბობს ხოსე ალბერტო ლოპესი.
კანტაბრიული გუნდი ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ჩატარებული 29 ტურის შემდეგ 56 ქულით ცხრილს ლიდერობს და ელიტარულ ლიგაში მოსახვედრად იბრძვის.
24 წლის ქართველ ფორვარდს ახალ გუნდში 2 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს.