Belive

რანი ხედირა: "მას კვარადონა ტყუილად არ შეარქვეს - ხვიჩას შეჩერება რთული იქნება"

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ნაპოლისთან" გასამართი მატჩის წინ, "უნიონ ბერლინის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რანი ხედირამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელისა და ამჟამად უკვე მწვრთნელის, სამი ხედირას ძმამ, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი შეაქო და თქვა, რომ მისი შეჩერება ძალიან რთული იქნება.

"საკვანძო სიტყვაა - გავაგრძელოთ თავდაჯერებულობა, ოპტიმიზმი. მოგვიწევს, რომ თავმდაბლობით ვითამაშოთ, ეს დღე ადვილი არ იქნება, მაგრამ არ უნდა ჩავვარდეთ დეპრესიაში და უნდა ვეცადოთ, რომ გავიმარჯვოთ.

რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია კარგი მოთამაშეა, შემთხვევითი არ არის, რომ მას კვარადონა შეარქვეს. ის ძლიერ შეტევას აყალიბებს ოსიმენთან ერთად, რომელიც ახლა მოედანზე არ იქნება. რთულია მისი შეჩერება, მან თავისი წვლილი შეიტანა სკუდეტოს მოგებაში და რთული მეტოქე იქნება, მაგრამ თავს გუნდურად დავიცავთ, რაც შეიძლება ნაკლებ ადგილს დავტოვებთ და შევეცდებით, რომ ორმაგი მეურვეობის გამოყენებით შევაჩეროთ", - თქვა 29 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა.

"ნაპოლი" "უნიონ ბერლინს" 24 ოქტომბერს ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები