Belive

რაგბი ევროპა 2027 | ბორჯღალოსნების განრიგი და კალენდარი ცნობილია

23 საათის წინ ქართული სპორტი
2 წთ

რაგბი ევროპამ 2027 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა. რადგან საქართველოს გასული ორი წლის (2025 და 2026) ჩემპიონატების ჯამში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, საქართველო A ჯგიფში პირველ ნომრად განითესა და ჯგუფურ ეტაპზე რუმინეთთან, ბელგიასთან და პოლონეთთან ითამაშებს.

B ჯგუფში პორტუგალია, ესპანეთი, ნიდერლანდები და შვეიცარია მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 6/7, 12/13/14 და 20/21 თებერვალს გაიმართება, რის შემდეგაც ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი თასის ნახევარფინალში გავა, ქვედა ოთხეული კი მე-5-მე-8 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას. ნახევარფინალები 6/7 მარტსაა ჩანიშნული.

ფინალური რაუნდი ამჯერად რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 14 მარტს შედგება და ყველა ადგილთან ერთად, თასის მფლობელის ვინაობაც გაირკვევა.

ბორჯღალოსნები ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 6 თებერვალს სტუმრად, პოლონეთთან (რომელიც ალაფიდან გერმანიის ნაცვლად დაწინაურდა) გდინიაში გამართავენ; 13 თებერვალს ბელგიას ბრიუსელში ეთამაშებიან, 20 თებერვალს კი რუმინეთს თბილისში დაუხვდებიან. ჯგუფუერი ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა ვინ იქნება ჩვენი მეტოქე ნახევარფინალში და სად გაიმართება შეხვედრა.

რაგბი ევროპის ჩემპიონი აქამდე 24-ჯერ გამოვლინდა და საქართველო ერთპიროვნული ლიდერია - თასი 17-ჯერ შემართა, აქედან 8-ჯერ (2018-2025) ზედიზედ. შარშან ფინალი პორტუგალიასთან დავთმეთ, რომელმაც ტიტული მეორედ მოიგო, 5-ჯერ კი ჩემპიონი რუმინეთი გახდა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2027 - განრიგი.