Belive

რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე და ვინ იქნება მისი მომდევნო მეტოქე

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალი კვირიდან CHINA OPEN-ზე ანუ პეკინის 500-ქულიან ტურნირზე ასპარეზობს. აღნიშნული ტურნირი 500-იანთა შორის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ასპარეზია. ქართველი ჩოგბურთელი ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონია. ნიკოლოზ ბასილაშვილს ოპონენტი პეკინის ტურნირის პირველ ეტაპზე გვიდო პელა გახლდათ, რომელსაც ქართველი 2-სეტში, საკმაოდ დამაჯერებლად გაუმკლავდა. ამ გამარჯვებით ნიკამ 48 325 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. პეკინის ტურნირი 500-ქულიან შეჯიბრებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საპრიზო ფონდით გამოირჩევა. მომდევნო ეტაპზე ნიკას მეტოქე სტეფანოს ციციპასი იქნება, რომელსაც თავის მხრივ საკმაოდ რთული მატჩი ჰქონდა დუშან ლაიოვიჩთან. ციციპასისა და ლაიოვიჩის შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ ბერძენმა ჩოგბურთელმა მეტოქეს 3-სეტში სძლია. ნიკა და სტეფანოსი ერთმანეთს 3 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს.

სხვა სტატიები